რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ინსტიტუტის თანამშრომელი საქართველოში არ შეუშვეს

kutuმოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კავკასიის პრობლემებისა და რეგიონალური უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელს ნიკოლოზ სილაევს საქართველოში შესვლა აუკრაძალეს. ამის შესახებ მან დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
„დღეს, ისევე როგორც 6 წლი წინ, მე ამიკრძალეს საქართველოში შესვლა. ბათუმის აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას, განმიცხადეს, რომ ჩემთვის საზღვარი დახურულია. ჩამსვეს თვითმფრინავში და გამომიშვეს უკან მოსკოვში – წერს სილაევი.
მისი თქმით, იგი მიწვეული იყო ექსპერტთა შეხვედრაზე, რომელიც ტარდება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრისა და რუსეთის საერთაშირისო საქმეების საბჭოს მიერ შცეიცარიის მთავრობის დაფინანსებით. ამ შეხვედრაზე დაგეგმილია ქართულ-რუსული ეკონომიკურ ურთიერთობათა პერსპექტივების განხილვა.
სილაევი გაოცებას გამოხატავს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა მას არ გადასცეს ოფიციალური დოკუმენტი ქვეყნაში არშეშვებასთან დაკავშირებით. იგი, ასევე, აღნიშნავს, რომ დაწყებული 2013 წლიდან, საქართველოში ჩამოდის წელიწადში რამდენჯერმე, თუმცა მისთვის კარი ყოველთვის ღია იყო. სილაევი იხსენებს 2009 წელს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ გააძევა ქვეყნიდან და უკმაყოფილებას გამოთქვამს ქვეყნის სათავეში მყოფ „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც, როგორც თავად წერს, „გასააკაშვილდა“ .

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი მზად არის მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა
შემდეგი სტატიაელისაბედ II-მ, შესაძლებელია 400 წლის მანძილზე პირველად გამოიყენოს ვეტოს უფლება რეფერენდუმთან დაკავშირებით