რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საუდის არაბეთში აშშ-ს დელეგაციასთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყო.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ კვირაში საუდის არაბეთში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი არ იგეგმება.
“ეს არ არის დაგეგმილი. უფრო მეტიც, ამერიკული მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ”, – განაცხადა ზახაროვამ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 10-12 მარტს საუდის არაბეთში დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტი უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის.