რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიტვის ელჩი მოსკოვში დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიტვისგან სანქცირებული ტვირთის ტრანზიტის კალინინგრადის მიმართულებით განახლებას მოითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიტვის ელჩი მოსკოვში დაიბარა.

ლიტვის ქმედებებს ლავროვის დეპარტამენტში  „ღია მტრული“ პროვოკაცია და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევა უწოდეს.

„ჩვენ აღვნიშნეთ ამასთან დაკავშირებით, რომ თუ უახლოეს მომავალში სატვირთო ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ტერიტორიებს შორის ლიტვის გავლით სრულად არ აღდგება, მაშინ რუსეთი იტოვებს უფლებას მიიღოს ზომები თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად, “-ნათქვამია განცხადებაში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ ლიტვის საზღვარზე წვრთნები დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე… ოლიგარქს უნდა გამოეცალოს ხელისუფლება
შემდეგი სტატიაახლა ლატვიაზე ნებისმიერი თავდასხმა სიგიჟე იქნება