რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთი პროვოკაციად მიიჩნევს ქართულ-ამერიკულ სწავლებას

რუსეთი პროვოკაციად მიიჩნევს ქართულ-ამერიკულ სწავლებასრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გამართულ კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კარასინი-აბაძიშის გარდა, შეხვედრაზე ორივე, საქართველოსა და რუსეთის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

“გაგრძელდა კონსტრუქტიული დიალოგი რუსეთ-საქართველოს შორის კავშირების გააქტიურებასთან დაკავშირებით, იმ მიმართულებებით, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის გამო შესაძლებელია პროგრესი – ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები” – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ამ სფეროებში მიღწეული შედეგები აშკარაა – მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ორივე მხარემ ტვირთბრუნვის მატება დააფიქსირა. რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორია და ღვინის სფეროში მთავარი ბაზარი. დაგეგმილი კონტაქტებით ორივე მხარე ეკონომიკური კუთხით პროგრესს ელოდება.

დღეს გამართულ მოლაპარაკებაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ორივე ქვეყნის რამდენიმე მოქალაქის განთავისუფლებაზე, რომლებიც ციხეში იმყოფებიან.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზებაზე მზაობა გამოთქვეს.

banner
წინა სტატიაში(video) პრეზიდენტის განცხადებები ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში-სრული ვერსია
შემდეგი სტატიაანა დოლიძე პრეზიდენტ მარგველაშვილს მადლობას უხდის