რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აზოვსტალიდან“ გაყვანილ პირებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში „აზოვსტალიდან“ აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა „აზოვსტალის“ ქარხნიდან აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა, რუსეთის საგერეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა სავარაუდოდ სადღაც განიხილება.

„ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ სავარაუდოდ სადღაც განიხილება. მე ყველანაირ შესაძლებლობას ვუშვებ, რომელიც არ ეწინააღმდეგება საღ აზრს“, – განაცხადა რუდენკომ.

წინა სტატიაშისარჯველაძე – ირაკლი კობახიძის შეთავაზება კარგი ლუსტრაცია იქნება ოპოზიციის დაუსაბუთებელი პრეტენზიებისთვის და ამით წერტილი დაესმება მოქალაქეებისთვის ნაცრის შეყრას მათი მხრიდან
შემდეგი სტატიამედიის ინფორმაციით, ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ მზადაა, დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები ტაივანთან დაკავშირებით