5.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მოუწოდებს, „ულტიმატუმების ენა შეწყვიტოს“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მოუწოდებს, „ულტიმატუმების ენა შეწყვიტოს“.

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ომის დეესკალაციის მცდელობები შედეგს გამოიღებს, რისი მიღწევაც აშშ-ს „ულტიმატუმების ენის შეწყვეტით და სიტუაციის მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნებით“ შეუძლია.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი სწრაფად არ დათანხმდება შეთანხმებას, აშშ ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას აპირებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების ნგრევა ელოდება მთელ ქვეყანაში. ტრამპი თეირანს ვადას სამშაბათამდე აძლევს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან აქციაზე აფგან სადიგოვს მხარდაჭერა გამოუცხადეს
შემდეგი სტატიაბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო