რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარა – ნიუ-იორკში დავით ზალკალიანის და სერგი ლავროვის შეხვედრა იგეგმება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარა – „კურიერის“ ინფორმაციით, ნიუ-იორკში დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ შვეიცარია, როგორც საქართველო-რუსეთს შორის მედიატორი, მზად არის ისევ იყოს შუამავალი მხარეებს შორის ვითარების დეესკალაციისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა შვეიცარიის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ ჯაფარიძე მსგავსი დიალოგების საჭიროებას ხედავს. მისი თქმით, დიალოგის ფარგლებში, უნდა განიხილოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება.

„მე ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა. ასეთი დიალოგი, რომელიც რუსეთის მხარესთან მიმდინარეობს ჟენევის ფორმატში, უმნიშვნელოვანესია. იქ პროგრესი აუცილებლად უნდა იყოს ამ მიმართულებით, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ნებისმიერი კონტაქტი, ნებისმიერი შეხვედრა, რაც ამას შეუწყობს ხელს, მისასალმებელია. ასეთივეა ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. ჩვენ დიალოგის წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით, დიალოგის მომხრე ვართ. უპირველეს ყოვლისა, ამ დიალოგის ფარგლებში, უნდა იყოს განხილული ყველაზე რთული საკითხები, ყველაზე რთული პოლიტიკური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, იქ მცხოვრებ ადამიანებთან და ა.შ. ასე, რომ ამ ჭრილში, მე ვფიქრობ, თუ ეს კომუნიკაცია შედგება, მნიშვნელოვანი იქნება და უნდა გამოვთქვათ იმედი, რომ იგი შედეგებს გამოიღებს. ამ ძალისხმევის შემდეგ, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ჟენევაში მორიგი შეხვედრისგან, რომელიც ოქტომბრის პირველ ნახევარში გაიმართება, რაღაც შედეგს უნდა ველოდოთ. შეიძლება ეს იყოს წინგადადგმული ნაბიჯი, მცირე მაგრამ რაღაც კონკრეტული ნაბიჯი, რომლის შედეგებს იგრძნობენ ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშიბესელია: ზარდიაშვილმა მიიღო ის, რისი ღირსიც იყო, ვისაც არ მოეწონა, უკეთესად მოიქცეს თვითონ
შემდეგი სტატიაბესელია-ივანიშვილი თუ ასე გააგრძელებს ჩვენთან ლაპარაკს, დაელოდოს პასუხებს