რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე – საჭირო იქნება რეაგირება, ადეკვატური სიფრთხილის ზომების მიღებით

რუსეთი იმოქმედებს, თუ ნატო მის საზღვრებთან ახლოს ბირთვულ ძალებსა და ინფრასტრუქტურას განათავსებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის ალიანსში გაწევრიანების “რეალურ” მიზეზებს ვერ ხედავს.

„საჭირო იქნება რეაგირება, ადეკვატური სიფრთხილის ზომების მიღებით, რაც უზრუნველყოფს შეკავების სიცოცხლისუნარიანობას,“- განაცხადა ალექსანდრე გრუშკომ.

მან გაიმეორა კრემლის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ მოსკოვის პასუხი ნატო-ს შესაძლო გაფართოებაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მიუახლოვებს ალიანსი საკუთარ სამხედრო აქტივებს რუსეთს და რა ინფრასტრუქტურას განათავსებს.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი – ომი აგვისტოში გარდამტეხ წერტილს მიაღწევს, აქტიური საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი წლის ბოლოსთვის დასრულდება