რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური უკრაინაზე – ჩვენ ვხედავდით მსგავს სიტუაციას საქართველოში 2008 წლის მოვლენებამდე

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, უკრაინის გარშემო არსებული ვითარება 2008 წელს საქართველოში წინა საომარ სიტუაციას ჰგავს.

ინფორმაციას Reuters რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,ჩვენ ვხედავდით მსგავს სიტუაციას საქართველოში 2008 წლის მოვლენებამდე“ , -აღნიშნულია საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

მათი თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეს ომი ძვირად დაუჯდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთს 92 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს თავმოყრილი უკრაინის საზღვრებთან და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში თავდასხმისთვის ემზადება. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი კი უარყოფს და აცხადებს, რომ მოსკოვი თავად არის დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ შეუქცევადი პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად მაღალ დონეზეა
შემდეგი სტატიამდინარე ტყიბულაში ცხედარი იპოვეს