რუსეთის საელჩო – ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს – მაღალი სიზუსტის იარაღი, შესაძლოა, რადიკალ ნაციონალისტებსა და ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს, მთავარი რისკი არის კონფლიქტის ესკალაცია, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ სისტემებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენებენ, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

მათი მტკიცებით, შეერთებული შტატების ეს ქმედება არაპროგნოზირებად შედეგებს მოიცავს.

„ეს ქმედება სავსეა არაპროგნოზირებადი შედეგებით. გარდა ამისა, ვაშინგტონი უგულებელყოფს საფრთხეს, რომ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის იარაღი, შესაძლოა, რადიკალ ნაციონალისტებს, ტერორისტებს და ბანდიტურ ფორმირებებს ჩაუვარდეთ ხელში,“- აცხადებენ საელჩოში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ეროვნული ბანკისა და სახელწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიები დაამტკიცა
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე დაკავებულის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება