რუსეთის საელჩო აშშ-ს – მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ მარიუპოლზე დეზინფორმაციის გავრცელება

რუსეთის საელჩო აშშ-ში თეთრ სახლს მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

13 აპრილს რუსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და უკრაინის ბრალდებები, თითქოს რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, ტყუილია, რადგან მოსკოვმა ქიმიური იარაღის უკანასკნელი მარაგი 2017 წელს გაანადგურა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 12 აპრილს თქვა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის მიერ მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე.

Reuters-ის ცნობით, რუსეთის საელჩომ აშშ-ში თქვა, რომ უკრაინელი რადიკალები პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებიან, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტი დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.

“ჩვენ მოვუწოდებთ ვაშინგტონს, შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება. ნედ პრაისმა კი, უშინაარსო, მტკიცებულებით დაუსაბუთებელი საუბრით კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი “. – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ინფორმაციას მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინული მხარე ავრცელებს. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 100%-ით დაზუსტებული დასკვნის გაკეთება მაშინ, როდესაც ქალაქი ალყაშია, შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მთავრობა ყურადღებით იყოს, თავად არ მოხვდნენ გასაცვლელ ტყვეებს შორის – მედვედევი
შემდეგი სტატიაNATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მივიღებთ – ფინეთის პრემიერი