რუსეთის საელჩო – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებები, უკრაინაში, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, „პროვოკაციული“ იყო

რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში, განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებები, უკრაინაში, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, „პროვოკაციული“ იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ნედ პრაისის მიერ, 12 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული პროვოკაციული განცხადებები მხედველობაში მივიღეთ. ნედ პრაისი, კიდევ ერთხელ, თავისი უაზრო საუბრებით გამოირჩეოდა, რომელიც არც ერთი მტკიცებულებით იყო დასაბუთებული“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ რაიმე ქიმიური საშუალება მათ განკარგულებაში, რადგან ქვეყანამ, ქიმიური იარაღის მარაგი, ჯერ კიდევ 2017 წელს გაანადგურა“

banner
წინა სტატიაშითითოეული გვერდი ამ 85-დან გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია – მელია სახ. დეპის ანგარიშზე
შემდეგი სტატიასერგეენკო დელეგაციის ვიზიტზე – მთავარი, რამაც ამ დღეების განმავლობაში, პოზიციების ცვლილება გამოიწვია, კარგი და გამართული კომუნიკაცია იყო