რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს – ნაუსედა ნავალნის გარდაცვალებაზე

ალექსეი ნავალნი კრემლის სისასტიკემ მოკლა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა წერს.

ნაუსედას თქმით, რუსეთის რეჟიმმა ნავალნის სიკვდილის გამო პასუხი უნდა აგოს.

„ალექსეი ნავალნი არ გარდაცვლილა ციხეში, ის კრემლის სისასტიკემ მოკლა და ამის მიზანია ნებისმიერ ფასად ოპოზიციის გაჩუმება. რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე“, – წერს ნაუსედა.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი ნავალნიზე: ცალსახაა, ის მოკლა პუტინმა
შემდეგი სტატიაშოლცი – “ჩვენ შოკში ვართ. საშინელებაა და ეს იმის ნიშანია, თუ როგორ შეიცვალა რუსეთი. მან ეს სიცოცხლის ფასად გადაიხადა”