რუსეთის რეზერვები ამოწურულია – იქნება, თუ, არა ქვეყანა 2026 წელს ფინანსურ კრიზისში?!

რუსეთის ეკონომიკა საფრთხის ქვეშაა, მომავალი წელი შესაძლოა ომისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს — ამის შესახებ ინფორმაციას WASHINGTON POST-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის რეზერვები ამოწურულია, სანქციები ნავთობსა და ბანკებს ურტყამს, ხოლო 2026-მა წელმა შესაძლოა ფინანსური კრიზისი მოიტანოს.
ქვეყნის პოზიცია ამჟამად, უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. კრემლმა დახარჯა ნაღდი ფულის რეზერვების უდიდესი ნაწილი და ნასესხები სახსრები, რაც მას რეკორდული სამხედრო ხარჯების დაფინანსების საშუალებას აძლევდა.
„მოსალოდნელია საბანკო კრიზისი. შესაძლებელია გადახდების შეწყვეტის კრიზისიც დადგეს . არ მინდა ვიფიქრო ომის გაგრძელებაზე ან მის ესკალაციაზე,“ — ამერიკულ გამოცემას განუცხადა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა.
ნავთობის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები გადამწყვეტ დარტყმას აყენებს ქვეყანას. შეზღუდვების გამო მოსკოვი იძულებულია ნავთობი ბარელზე 20 დოლარზე მეტი ფასდაკლებით გაყიდოს, ნავთობისა და გაზის შემოსავლები კი, რომლებიც ბიუჯეტისთვის კრიტიკულია, მცირდება.
ამავდროულად, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში სამხედრო ხარჯებმა უკვე მიაღწია რეკორდულ $149 მილიარდ დოლარს. ნავთობის ინდუსტრია კრიზისში იძირება, ბოლო სანქციები კი ამ პროცესს დააჩქარებს.
თავად რუსი ბანკირებიც განგაშს ტეხენ საბანკო სისტემაში დამალული „ცუდი სესხების“ (ვადაგადაცილებული სესხების) მზარდი დონის გამო.
მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა, რომლებიც ახლა 16.5%-მდეა ჩამოსული, დაიწყო ინფლაციის შეკავება, თუმცა ისინი კვლავ ანადგურებენ კორპორაციულ მოგებასა და ფულად რეზერვებს. შედეგად, ინვესტიციები შეჩერდა, ზოგიერთ სექტორში წარმოება მკვეთრად დაეცა, ხოლო დეფოლტების რაოდენობა მთელ ეკონომიკაში გაიზარდა.
banner
წინა სტატიაში“აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებული იქნება” – ზელენსკი
შემდეგი სტატიაპროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა