რუსეთის რევოლუციის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა განცხადება გააკეთა

ასი წლის წინ, 7 ნოემბერს, ვლადიმირ ლენინმა და მისმა კომუნისტმა მხარდამჭერებმა ე.წ. ოქტომბრის რევოლუციის შედეგად მეფე ჩამოაგდეს და რუსეთში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში.
ამ თარიღთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა.
“დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმათ, ვინც დაიღუპა და იმათ, ვინც დღესაც იტანჯება კომუნისტურ მარწუხებში…”,- აღნიშნულია მიმართვაში.
მასში საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდი მოხსენებულია, როგორც “რეპრესიული კომუნიზმის შავი ათწლეულები”. თეთრი სახლის მიმართვაში ხაზგასმულია, რომ კომუნისტური იდეა – ეს არის” პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც შეუთავსებელია თავისუფლებასთან, კეთილდღეობასთან და ადამიანის სიცოცხლისადმი ღირსეულ დამოკიდებულებასთან”.
აშშ გამოთქვამს მზადყოფნას “აანთოს თავისუფლების შუქი მათთვის, ვინც ღირსია უფრო თავისუფალი მომავლის”.

banner
წინა სტატიაშივაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში  ტურები გამოჩნდნენ?
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთის პრინცი დაკავებისას მოკლეს