რუსეთის რეაქცია პუტინის გინებაზე: დეპუტატები “ბორჯომის” აკრძალვაზე ფიქრობენ

region
ავტ.: region ივლისი 8, 2019 15:46

რუსეთის რეაქცია პუტინის გინებაზე: დეპუტატები “ბორჯომის” აკრძალვაზე ფიქრობენ

“რაც შეეხება ჩვენი ქვეყნისა და მისი პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ შეურაცხყოფებს, ცხადია, ჩვენ მას აბსოლუტურად მიუღებლად ვთვლით და ვგმობთ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ მართლაც, საქართველოს ყველა ხელისუფალმა – პრეზიდენტმაც, პრემიერ-მინისტრმაც, პარლამენტარებმაც და პარლამენტის სპიკერმაც მკაცრად დაგმეს ეს გამოხტომა. ცხადია, მსგავსი მოქმედება, თუნდაც ის რუსულ-ქართული ურთიერთობის მეტად დაძაბვას ისახავდეს მიზნად, ან ის სრული სიგიჟის შედეგი იყოს, ცხადია, ეს ქართველი ხალხის ღირსი არ არის. ეს არის ხალხი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, აქვს უმდიდრესი კულტურული ტრადიციები. და ცხადია, ეს ძალიან დიდი სირცხვილია ქართველებისთვის – რაც მოხდა” – რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა “რის ნოვოსტთან” განაცხადა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას პუტინისადმი მიმართვაზე, სადაც მან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში რუსოფობიული განწყობაა, რაც რუსეთის მოქალაქეების მიმართ საშიშროებას შეიცავს. ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა უგულო ელემენტები როგორ ესხმიან ჩვენს ტურისტებს, აჩერებენ მათ, გეორგიევსკის ლენტებს აგლიჯავენ. ამ პირობებში, ვთვლით, რომ მსგავსი მოქმედებები დაუშვებელია. დღეს სახელმწიფო დუმაში დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინის, წყლის შემოტანისა და გადარიცხვების აკრძალვის შესახებ. ეს ზომები აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ გამოყენებული ზომები ადეკვატურად შეფასდეს” – რუსეთის დუმას ვიცე-სპიკერის სერგეი ნევეროვის კომენტარი გაბუნიას გამოსვლაზე.

“კატეგორიულად ვგმობთ თავისი უმდაბლესი გამოსვლის უპრეცენდენტო გამოხტომას, სადაც მიუღებელი უცენზურო გამონათქვამები იყო გამოყენებული რუსეთის ხელმძღვანელის მიმართ, და რომელიც ქართულ არხ “რუსთავი-2″-ზე გავიდა. განვიხილავთ მას, როგორც ქართული რადიკალური ძალების ღია პროვოკაციას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჩაშლისკენ არის მიმართული. ეს ინციდენტი იმის ნათელი მაგალითია, თუ სადამდე მიდის უსირცხვილო რუსოფობია. აღვნიშნავთ, რომ ამ ჯერზე, 20 ივნისისგან განსხვავებით, როცა რუსეთის საპარლამენტო დელეგაციაზე თავდასხმა მოხდა, საქართველოს მთავრობამ რადიკალები არ გაამართლა, პროვოკატორებს გაემიჯნენ და მათი მოქმედება განსაჯეს. ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებასაც, რომელიც ქართულ საზოგადოებას გაუჩნდა” – რუსეთის შსს.

region
ავტ.: region ივლისი 8, 2019 15:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics