რუსეთის რეაქცია კრემენჩუკში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე ამაზრზენია – კულება

რუსეთის რეაქცია კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე ამაზრზენია.

„რუსი დიპლომატები და ოფიციალური პირები ავრცელებენ შეშლილ შეთქმულების თეორიებს და უარყოფენ, რომ დარტყმა განხორციელდა”, – წერს კულება „ტვიტერში“.

ცნობისათვის, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სარაკეტო დარტყმა ჰგავს “ბუჩას ტიპის ახალ უკრაინულ პროვოკაციას”.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე 27 ივნისს განხორციელებული სარაკეტო იერიშს 18 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაკარგულად ითვლება. სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

banner
წინა სტატიაშისიტუაცია ძალიან მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი – ზალუჟნი
შემდეგი სტატიარუსეთმა ბაიდენის ცოლსა და შვილს სანქციები დაუწესა