რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) შენობის მახლობლად უკრაინის დროშა აღმართეს. კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა, CNN წერს რომ მათ გადაამოწმეს ისინი.
როგორც ვიდეოში ჩანს, დროშა გზის ზემოთ ელექტროგადამცემ ხაზებიდან იყო დაკიდებული და გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა სახანძრო განყოფილებამ ჩამოხსნა.
რუსი ოფიციალური პირები მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
ნიჟნი ნოვგოროდი მდებარეობს მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 400 კმ-ში.