რუსეთის ქალაქ კურსკში უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაეჯახა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტი ადასტურებს.
„ქალაქ კურსკში დღეს კიდევ ერთი მშვენიერი მოვლენა ხდება, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატი FSB-ის შენობაში. ეს ფაქტია. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს“, – აცხადებენ სადაზვერვო სააგენტოში.
რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, სახურავი მსუბუქად დაზიანდა.
„მაგრამ, ცხადია, ეს ასე არ არის. იყო პირდაპირი დარტყმა“, – განაცხადა თანამოსაუბრემ.
გამოცემის ცნობით, ოპერაცია უკრაინის დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული. თუმცა სამხედრო დაზვერვა მათ მონაწილეობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.