რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, აფეთქებებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

მანამდე ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, რომელიც მდებარეობს ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში.

როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა და შვიდი სახლი დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიზმეინის კუნძულთან ორი რუსული ნავი განადგურდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიათალაკვაძე – შევსებულ დოკუმენტში ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია სათანადოდ იქნება დამუშავებული და მიწოდებული ევროკავშირისთვის