რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა,-ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო “ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.
მათი ცნობით, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის“ შედეგად ბელგოროდში ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. რაკეტების ფრაგმენტები „მაგნიტს“ და 42-ე სკოლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.