რუსეთის პრეზიდენტთან მოხვედრა მხოლოდ სადეზინფექციო გვირაბის გავლით იქნება შესაძლებელი

რუსეთის პრეზიდენტთან მოხვედრა მხოლოდ სადეზინფექციო გვირაბის გავლით იქნება შესაძლებელი. ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინისთვის კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად საგანგებო ტექნიკა დაამონტაჟეს.

გვირაბში შესული ადამიანი სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება, შემდეგ კორონავირუსზე ტესტს უღებენ და შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ ამის შემდეგ ენიჭება.

შეხვედრების დიდ ნაწილს ის ონლაინ რეჟიმში ატარებს. პანდემიის დაწყების შემდეგ პუტინი პირველად 12 ივნისს გამოჩნდა და რუსეთის შრომის გმირებს მედლები ღია ცის ქვეშ გადასცა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფა არის კონსტიტუციის, იგივე პრეზიდენტის შეურაცხყოფა და არა ვიღაც ადამიანების”