რუსეთის პრეზიდენტის ოფშორების საიდუმლო ქსელში $2 მლრდ ინახება

რუსეთის პრეზიდენტს ოფშორების საიდუმლო ქსელი გააჩნია, რომელშიც დაახლოებით $2 მლრდ ინახება

რუსეთის პრეზიდენტს ოფშორების საიდუმლო ქსელი გააჩნია, რომელშიც დაახლოებით $2 მლრდ ინახებაჟურნალისტებმა მსოფლიო ელიტის წარმომადგენლების საიდუმლო ანგარიშების გლობალური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. ამ მასალებში, რომელიც 3 აპრილს ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) განასაჯაროვა, მოიპოვება, მათ შორის, მონაცემები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოფშორების თაობაზე.

მოპოვებული საიდუმლო მასალების დამუშავება დაახლოებით 1 წელს გაგრძელდა. სულ ინფორმაციის შეგროვება-გადამუშავებასა და მოხსენების მომზადებაში მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის 380 ჟურნალისტი მონაწილეობდა. მონაცემების წყაროდ მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ოფშორული იურიდიული კომპანიის – Mossack Fonseka-ს მონაცემთა ბაზიდან «მილიონობით დოკუმენტის უპრეცედენტო გაჟონვა» სახელდება.

ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს ოფშორების საიდუმლო ქსელი გააჩნია, რომელშიც დაახლოებით $2 მლრდ ინახება.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, პრეზიდენტის გვარი არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს, თუმცა გამოძიების პროცესში მოპოვებული მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ პუტინის «მეგობრებმა» მილიონები გამოიმუშავეს გარიგებებზე, რომლებიც მისი პროტექციის გარეშე ვერ დაიდებოდა.

გამოძიებაში მუსიკოს სერგეი როლდუგინის გვარიც ფიგურირებს, რომელიც ვლადიმირ პუტინის საუკეთესო მეგობრად მოიაზრება და მისი პირველი ქალიშვილის – მარიას ნათლიმამაა. ავტორების მონაცემებით, სწორედ როლდუგინზეა რეგისტრირებული ოფშორული კომპანიები, რომელთა ანგარიშებზე რუსეთის, შვეიცარიისა და კვიპროსის ბანკების გავლით რუსული კორპორაციებიდან მსხვილი თანხები ირიცხებოდა. პანამაში ოფშორების რეგისტრაციაში მათ დახმარებას Mossack Fonseca უწევდა, ხოლო თავად ქსელი ბანკმა «Россия»-მ შექმნა, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს სანქციები შემოიღეს.

დოკუმენტები მოიცავს, მათ შორის, მონაცემებს კორუფციასთან მებრძოლებად დეკლარირებულ პოლიტიკოსებთან – კორეის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ სი ცზინპინთან და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიების შესახებ. ისინი ასევე ფარდას ხდის პუტინთან დაკავშირებული ბანკების, კომპანიებისა და ცაკლეული პერსონების საიდუმლო საქმიანობას: მათთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიების მხოლოდ ერთი ოპერაცია $200 მლნ დაჯდა.

დოკუმენტების თანახმად, პუტინთან დაახლოებული პირები გადარიცხვებს ნიღბავდნენ, დოკუმენტებს წინა რიცხვით აფორმებდნენ და ამ გზით მოიპოვებდნენ ფარულ გავლენას მედიაბიზნესსა და რუსეთის საავტომობილო დარგში.

წყარო

banner
წინა სტატიაშილატვიამ რუსული მედია სერვერი Sputnik-ი დაბლოკა
შემდეგი სტატია«რატომ მალავდა ივანიშვილი 4 წლის განმავლობაში პასპორტის ასლს და რითია დაკავებული მისი Lynden Management Ltd»