რუსეთის პრეზიდენტმა, უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობისთვის რუსეთის დუმის დეპუტატს ჩეჩნეთიდან, რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობისთვის რუსეთის დუმის დეპუტატს ჩეჩნეთიდან, კადიროვის უახლოეს თანამოაზრეს, ადამ დელიმხანოვს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და უკრაინის ტერიტორიებზე სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობისთვის, მიანიჭეთ რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება ადამ სულთანოვიჩ დელიმხანოვს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დელიმხანოვი რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილეობს, ამაზე მანამდე ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ისაუბრა. აპრილის დასაწყისში მან თქვა, რომ დელიმხანოვი „პირადად აკონტროლებს სიტუაციას მარიუპოლში ყველა მიმართულებით“.

21 აპრილს კადიროვმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დელიმხანოვი, სხვა ჩეჩნებით გარშემორტყმული, ამბობს, რომ „სპეციალური ოპერაცია მარიუპოლის განადგურებისა და გაწმენდის, შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია“.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ისედაც ბევრი რამ წაგვართვეს და ახლა ჩვენი ქვეყანა იბრუნებს ამ ყველაფერს – დუმის სპიკერი
შემდეგი სტატიარეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები განიხილეს