რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთში ტურისტული საგზურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთში ტურისტული საგზურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა. პუტინმა ასევე დაავალა მთავრობის წევრებს, მიიღონ ზომები რუსეთსა და თურქეთს შორის ჩარტერული რეისების აკრძალვის გასაუქმებლად.

ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, მთავრობას დაევალა, თურქეთის ხელისუფლებასთან დაიწყოს მოლაპარაკებები თურქული პროდუქციის ნაწილზე დაწესებული ემბარგოს მოხსნასთან დაკავშირებით.

რუს დიპლომატებთან შხვედრისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში მოსკოვი ანკარასთან ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენად ნაბიჯებს გადადგამს. პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კი მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება, რომ არ დაზარალდნენ რუსი მწარმოებლები.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის ვიზიტი იტალიაში