20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე: უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხი ადგილიდან არ დაიძვრება, თუ კიევი დონბასიდან ჯარებს არ გაიყვანს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხი ადგილიდან არ დაიძვრება მოლაპარაკებების ათობით რაუნდის შემდეგაც კი, თუ კიევი დონბასიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს.

„სანამ უკრაინა ამ ნაბიჯს არ გადადგამს, შეგვიძლია მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი, ათობით რაუნდი ჩავატაროთ, მაგრამ მაინც ერთსა და იმავე ადგილას ვიქნებით, გესმით? აი, რაშია საქმე“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკელი ბიზნესმენი, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი საკმაოდ მალე ჩავლენ მოსკოვში.

„ადრე თუ გვიან, ვფიქრობ, საკმაოდ მალე ჩვენი მუდმივი კოლეგები სტივ უიტკოფი და კუშნერი ჩამოვლენ მოსკოვში და ჩვენ გავაგრძელებთ მათთან დიალოგს“, – განაცხადა უშაკოვმა.

banner
წინა სტატიაშიალიევი: სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის
შემდეგი სტატიასომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საიდუმლო არ არის, რომ სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები