30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე: “დიდი შვიდეულის” სამიტზე ევროპელებმა ტრამპს თავი მავნე იდეებით გამოუტენეს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ევროპელებმა ტრამპს თავი მავნე იდეებით გამოუტენეს.

უშაკოვის თქმით, ისინი ცდილობენ ტრამპი დაარწმუნონ, რომ პროუკრაინული პოზიცია დაიკავოს.

„სამიტზე უკრაინის თემა აქტიურად განიხილებოდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრამპს თავი უსარგებლო და მავნე იდეებით გამოუტენეს“, – განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნონ, რომ „ბრძოლის ველზე სიტუაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ იცვლება“.

„ეს სიმართლეს კატეგორიულად არ შეესაბამება. ისინი ცდილობენ ტრამპი დაარწმუნონ, რომ პროუკრაინული პოზიცია დაიკავოს. ევროპელები მავნე გავლენას ახდენენ, მაგრამ ტრამპი ძლიერი პოლიტიკოსია და საკუთარი შეხედულებების ერთგულია“, – აღნიშნა უშაკოვმა.

banner
წინა სტატიაშიPOG: თელავის სასამართლომ მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაNAEC: გამოცდების მონაწილეებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან დაიწყება