რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების მიუხედავად, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორია რუსული არმიის ბარბაროსული დაბომბვის ქვეშაა – ზელენსკი

კიევში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლიდან, მათ შორის ,,აზოვსტალის” ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების მიუხედავად, მარიუპოლში საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ, ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორია რუსული არმიის ბარბაროსული დაბომბვის ქვეშ იმყოფება”, – განუცხადა ზელენსკიმ მედიას.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რომ უკრაინა მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციის გამო სასწრაფო მოლაპარაკებებისთვის მზადაა და იმედოვნებს, რომ გაეროს გენერალური მდივნის მონაწილეობა ამ მისიაში ეფექტური იქნება.

banner
წინა სტატიაშიკიევზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიარუსეთი თავის დამოკიდებულებას უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მიმართ ნათლად ავლენს – კულება კიევზე შეტევაზე