რუსეთის პრეზიდენტის მორიგი მუქარა

რუსეთის პრეზიდენტის მორიგი მუქარა.
სხვა ამბები, რაც ჩვენს მედიის არეალში არ მოხვდა.

ამირან სალუქვაძე:"უნდა მოხდეს საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის ყარაბაღის მიმართულებაზე, ოპერატიული დარაიონება"

რუსეთმა ყირიმში მორიგი ენერგო ხიდი აამოქმედა, რითაც, ფაქტობრივად ყირიმის ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის პრობლემა მოხსნა.

ამასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა მორიგი აგრესიული მინიშნება გააკეთა: “მეოთხე ენერგო ხიდის გახსნით ჩვენ გავარღვიეთ ყირიმის ენერგო ბლოკადა. გავარღვევთ სხვა ნებისმიერ ბლოკადას, თუ ვინმე მოისურვებს ჩვენს გამოცდას რუსულად- если кто попытается нас потренировать”.

ეს მინიშნება ალბათ მხოლოდ უკრაინის მისამართით არ ყოფილა, უფრო სანქციების და ეკონომიკური ბლოკადის ჭრილში უნდა გავიდოთ.

სხვა რა ხდება რუსეთში?

მიხეილ პროხოროვის РБК-ს ეტყობა სერიოზული პრობლემები ეწყება. დეტალები ჯერ არავინ იცის, თუმცა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც წილებთანაა დაკავშირებული.პროხოროვს და რბკ-ს ალბათ განსხვავებული მოსაზრებები არ ეპატიება.
რუსეთის აღმოსავლეთში ხანძარი მძვინვარებს. 16 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დღეს ვწერდი, რომ კანადამ უარი უთხრა რუსეთს დახმარებაზე ხანძრის ჩაქრობაში, ეტყობა რუსეთის პრობლემები გაითვალისწინეს, საკუთარ ხანძარს ვერ უმკლავდებიან. მიუხედავად ამინდის შეცვლისა, ხანძრის ფართობი იზრდება.

 პუტინი, როგორც ჩანს, ვერ ახერხებს 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებას საპენსიო ასაკთან დაკავშირებით. თუ გახსოვთ, მან განაცხადა, რომ ჩვენ ევროპისგან განსხვავებით საპენსიო ასაკს არ გავზრდითო. არჩევნებიდან ერთ წელიწადში ირიბად გაზარდეს ასაკი, – პენსიონერებს მუშაობის ნებართვა მისცეს. ახლა კი აქტიურად მიმდინარეობს საპენსიო ასკის გაზრდის საკითხის განხილვები. აშკარად არასწორი გზით მიდიან. ამ ეკონომიკის პირობებში საპენსიო ასაკის გაზრდა დიდ ხეირს მათ ვერ მოუტანს. ეკონომისტები დამეთანხმებიან, რომ ხელფასების გაზრდაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე უნდა იზრუნონ პირველ რიგში.. სხვაგვარად შედეგს ვერ მიაღწევენ, მხოლოდ ასაკის გაზრდა ეფექტს ვერ გამოიღებს. სხვათაშორის, რუსეთში იგივე პრობლემებია სამუშაო ბირჟაზე, 40 წელს ზემოთ არავინ სჭირდებათ. ამიტომ, თუ უნდათ 100 წლამდე გაზარდონ ასაკი, შედეგი არ იქნება.

ამირან სალუქვაძე

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა თურქეთთან უვიზო რეჟიმზე მუშაობა შეაჩერა
შემდეგი სტატია(foto) აზებაიჯანი სომხეთს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს