რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ურჩია, ადამიანის უფლებების აღდგენა მიხეილ სააკაშვილით დაიწყოს და მას მოქალაქეობა დაუბრუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება თავისუფლებას, ეს სჯობს დავიწყოთ არა რუსეთიდან, არც რუსებიდან, არამედ ქართველებიდან ან ყოფილი ქართველებიდან. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა, თუ უკრაინის პასპორტს დაუბრუნებენ ადამიანს, რომელიც ადრე ქართველი იყო, ახლა კი თავს უკრაინელად თვლის, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა ასევე გაიხსნება უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადება, სადაც მან მზაობა გამოთქვა, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭოს და განაცხადა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინას და რუსეთს ბევრი რამ აქვთ საერთო და მათ შეთანხმება შეუძლიათ.

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ორივე ქვეყნის მოსახლეობა ორმაგი მოქალაქეობით სარგებელს ნახავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის თებერვალში გააძევეს. მას 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საღამოს შეხვდება – კანდელაკის პასუხი ჩუგოშვილს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ახლად გამომცხვარო ტროლო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, უკრაინელებთან ჩვენით გავერკვევით