რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენეს. შესაბამისად, თვითიზოლაციის რეჟიმი და ექიმების რჩევები უნდა შევასრულო. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩემი კოლეგები დავიცვა ვირუსისგან“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან ვიდეოკონფერენციის დროს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს ვიცე-პრემიერი, ანდრეი ბელოუსოვი დროებით შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა სურვილი და დაინტერესება, რომ მონაწილეობა მიიღოს მედიკამენტ „კამოსტატის“ კვლევის პროცესში
შემდეგი სტატიაჩაკეტილობაში ადამიანებს ნაკლები სექსი აქვთ