რუსეთის პოლიტიკის განცხადებების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს ჩამოსვლას ვერ ავუკრძალავთ – ცქიტიშვილი გავრილოვის ვიზიტზე

რუსეთის პოლიტიკის განცხადებების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს ჩამოსვლას ვერ ავუკრძალავთ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ცნობილი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს. ცქიტიშვილის თქმით, თუ გავრილოვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვს დარღვეული, მას საზღვარზე გააჩერებენ. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს არ არის ვინმეს პიროვნული მოპატიჟება, დიდი საერთაშორისო ფორუმის მოპატიჟება ხდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს საკითხები განხილული და წამოწეული იყოს.

„სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი მსგავსი შეხვედრა ყოფილა. საქართველოს საკითხების აქტუალიზება და საერთაშორისო ფორმატში რუსეთის ქმედებების კრიტიკა ხდება. ამ შემთხვევაში ნომინალური, მაგრამ ორგანიზაციის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენელია. თუ სერგეი გავრილოვს კანონი დარღვეული აქვს, საზღვარზე გააჩერებენ. რუსეთის პოლიტიკის განცხადებების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს ჩამოსვლას ვერ ავუკრძალავთ, ეს არის მოწვევა არა ვინმესი, არამედ საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობა, რომლის წევრი ბევრი ქვეყანაა. ამ ქვეყნებთან ურთიერთობა და ამ ფორმატში ყველას წინააღმდეგ რუსეთის მარტოდ დატოვება გვჭირდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგენერალური პროკურორის პოსტი – არსებული ინფორმაციით, თადუმაძეს შოთაძის კადრი, ბაკურ აბულაძე შეცვლის
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისგან – საპატრიარქო