რუსეთის ფინალური მიზანი არა მხოლოდ უკრაინის აღება, არამედ ევროპის ცენტრისა და მისი აღმოსავლეთის დახლეჩვაა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ უკრაინით და ეს ესმის მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.

ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა „ტელეგრამზე“ განაცხადა.

„თავისუფალ მსოფლიოში თითქმის არ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება არ ესმოდეს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის ხელისუფლების ფინალური მიზანი არა მხოლოდ უბრალოდ უკრაინის ტერიტორიის აღებაა, არამედ ევროპის ცენტრისა და მისი აღმოსავლეთის დახლეჩვა და დემოკარტიისთვის გლობალური დარტყმის მიყენებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თავისუფალ მსოფლიოს თავდაცვის უფლება აქვს, სწორედ ამიტომ უკრაინას კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – კობახიძის ფანტაზიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ჭორბიუროს თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – ერთი ყიჟინა ჰქონდა ოპოზიციას, რომ პრეზიდენტს სჯიან, პრეზიდენტმა მის დასასჯელ კანონს მოაწერა ხელი?!