რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაზე თავდასხმებზე “პაუზას” აანონსებს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის 134-ე დღეს, ქვეყანა ოპერატიულ „პაუზას“ აანონსებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ჯარების ქვედანაყოფები ამჟამად ატარებენ „ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად“.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას საბრძოლო მისიის შემსრულებელ ქვედანაყოფებში, ზომები მიიღება საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად. სამხედროებს საშუალება ეძლევათ დაისვენონ, სახლიდან წერილები და ამანათები მიიღონ“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ საველე პუნქტებზე მიმდინარეობს სამხედრო მანქანების გეგმური მოვლა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება პარტნიორებს ეუბნება, უნდა გაგვისწოროთ, რეჟიმს უნდა შეეგუოთ და შეიძლება რაღაც გადმოგიგდოთო, ხოლო ოპოზიციას, რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო – ბოკერია
შემდეგი სტატიაგაკვეთილი არის შემდეგი – არ სცადოთ რუსეთის განადგურება – ზახაროვა ჯონსონზე