რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები სულ უფრო მცირდება – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის მიერ დიდი რაოდენობით რაკეტების გამოყენება, მათ შორის საბჭოთა რაკეტები, მოწმობს რუსული ძალების რესურსის მზარდ ამოწურვას,- ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
24-26 ივნისს რუსეთმა უკიდურესად ინტენსიური დარტყმები განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ შორი მანძილის რაკეტების გამოყენებით. დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ გამოყენებული იყო საბჭოთა Kh-22 და უფრო თანამედროვე Kh-101 რაკეტები, რომლებიც ისროლეს როგორც ბელორუსის, ასევე რუსეთის საჰაერო სივრციდან.
”ეს იარაღი იყო შექმნილი სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეების დასარტყმელად, მაგრამ რუსეთი აგრძელებს მათ დიდი რაოდენობით გამოყენებას ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. ანალოგიურად, რუსეთის ფედერაციამ განათავსა ექვსი სხვადასხვა არმიის ძირითადი ელემენტები, მაგრამ მიაღწია მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას სევეროდონეცკის მახლობლად. შეიარაღებული ძალები სულ უფრო იკლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

წინა სტატიაშირუსებს წარმოდგენა არ აქვთ რისთვის იბრძვიან – ფონ დერ ლეიენი
შემდეგი სტატიარუსები მიიწევენ ლისიჩანსკში, მაგრამ ვერ შეძლეს მისი სრული აღება – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი