რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების ნაწილმა უარი თქვა ბრძოლაზე

რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების ნაწილმა უარი თქვა ბრძოლაზე. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„შავი ზღვის ფლოტის 126-ე სანაპირო თავდაცვის ბრიგადის დანაკარგები 75%-ს შეადგენს. შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, დაახლოებით 500 დაიჭრა, 70 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ამ ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაწერა მოხსენება და უარს აცხადებენ ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე“, – აღნიშნავს გენერალური შტაბი.

banner
წინა სტატიაშიჯენ ფსაკი: თუ ვინმე აშშ-ის ადმინისტრაციიდან გაემგზავრება უკრაინაში, უსაფრთხოების მიზნით არ გასაჯაროვდება”
შემდეგი სტატიათეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი კიევში ვიზიტს არ გეგმავს