რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი – რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას

რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

მატვიენკოს თქმით, რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, რაც დაასრულებდა სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანდა მშვიდობამდე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ რეაქციას კიევისგან“, – განაცხადა მატვიენკომ.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პლატფორმები ბელარუსი და თურქეთი გახდნენ, მაგრამ ამ დროისთვის მოლაპარაკებები ფაქტობრივად შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაშიცდილობს არ შემამჩნევინოს, მაგრამ მე სულ მაქვს შიში, ადამიანი ძაფზე კიდია – გიული ალასანია
შემდეგი სტატიაცარიელი ევროკავშირი რად გვინდა, თუ შიგნით სიმშვიდე არაა – მეუფე იაკობი