რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, რომლებსაც ეკრძალებათ საზღვარგარეთ გამგზავრება, უნდა ჩააბარონ პასპორტები.
ეს კანონი ძალაში 11 დეკემბერს შევიდა. დოკუმენტები შესანახად უნდა წარედგინოს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პასპორტები ძალადაკარგულად გამოცხადდება.
დადგენილება ასევე განსაზღვრავს საზღვარგარეთ საელჩოებსა და საკონსულოებში დოკუმენტების წარდგენის პროცედურას.