რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ- შეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება

სტატიებში აღნიშნულია, რომ საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი ბრალს დებენ რუსეთს „თავზეხელაღებულ“ კიბერნეტიკულ შეტევაში. იტალიურ გამოცემებში ასევე გამოქვეყნებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერის ვლადიმერ კონსტანტინიდის განაცხადება.

იტალიური გამოცემა “agenzianova” აქვეყნებს სტატიას სათაურით – საქართველო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს 28 ოქტომბრის რუსეთის ჰაკერულ შეტევას.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ინფორმატიკული შეტევები საქართველოს წინააღმდეგ.

სტატიაში ასევე გამოქვეყნებულია ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განაცხადება, რომელმაც დაგმო გრუ-ს ტექნოლოგიების განსაკუთრებული ცენტრის მიერ გასულ ოქტომბერს განხორციელებული შეტევები. „2019 წლის 28 ოქტომბერს გრუს სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“, – ნათქვამია განცხადებაში. ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერაქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათურქული პრესა საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის შესახებ