რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბში განწყობა უარესდება, შტაბში წმენდა დაიწყო – ჟდანოვი

„რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბში განწყობა უარესდება, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა.

„ამის მაჩვენებელია იმ მეთაურთა რაოდენობა, რომლებსაც არა მხოლოდ თანამდებობიდან ათავისუფლებენ, არამედ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მაგალითად შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე“- განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, რუსეთის გენერალურ შტაბში მკაცრი წმენდები დაიწყო. რუსეთის უშიშროების სამსახური ცდილობს თავისი შეცდომები სამხედროებს დააბრალოს არასწორად დაგეგმილ ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“.

banner
წინა სტატიაშისუს-ის გამოჩენა იყო პროვოკაცია… ვინმეს ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა – თსუ-ის სტუდენტების განცხადება
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 ივნისამდე პერიოდში, ომში 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – არესტოვიჩი