რუსეთის ფედერაცია 20 ახალ სამხედრო შენაერთს შექმნის ნატოსთვის წინააღმეგობის გასაწევად

რუსეთის ფედერაცია დასავლეთის სამხედრო ოლქში დაახლოებით 20 ახალ სამხედრო შენაერთს შექმნის – მოსკოვმა განაცხადა, რომ ამას ნატოს მოქმედებების პასუხად აკეთებს – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რუსული “ტასი” წერს. შოიგუს თქმით, დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით “”სამხედრო საფრთხე ზრდას განაგრძობს”. მისი ახსნით, ნატოს ქვეყნები, აშშ-ს მეთაურობით საკუთარი სტრატეგიული ავიაციის ინტენსიურ ფრენებს აძლიერებენ, ძლიერდება სამხედრო ხომალდების, ფრთიანი რაკეტების და სამხედრო სწავლებების რაოდენობა.
“ჩვენი დასავლელი კოლეგების მოქმედებები მსოფლიოში უსაფრთხოების სისტემას ანგრევს და იძულებულს გვხდის ადეკვატური ზომები მივიღოთ. ჩვენ ჩვენი სამხედრო ძალების შემადგენლობას მუდმივად ვანახლებთ. წლის ბოლომდე დასავლეთის სამხედრო ოლქში დაახლოებით 20 სამხედრო ნაწილი შეიქმნება” – შოიგუმ თქვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: პოლიტიკური ველი უნდა გაიხსნას ახალი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის
შემდეგი სტატიასაფრანგეთის მთავრობა აშშ-დანიის მიერ თვალთვალზე გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია