რუსეთის პატრიარქის სკანდალური განცხადება სომხების მიმართ

რუსეთის პატრიარქმა კირილ გუნდიაევმა კომენტარი გააკეთა სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე… იუწყება რუსული მედია.
მოსკოვის ოლქის მართლმადიდებლურ ეკლესიათა მიტროპოლიტებთან შეხვედრისას, რუსეთის პატრიარქმა კირილმა დამსწრეებს რუსეთის იმპერიის ისტორია შეახსენა და ისაუბრა მარლთმადიდებლური რუსული ეკლესიის როლზე რუსეთის სახელმწიფოს განმტკიცებაში.
პატრიარქმა კირილმა მიტროპოლიტების ყურადღება მიაპყრო სომხეთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს მასობრივი აქციები და იზრდება ანტირუსული განწყობები.
,,ჩვენ, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის დღიდან ვიცავთ ამ ხალხს, რომელიც მარლთმადიდებელიც კი არაა. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით სომხეთს რუსეთის სახელმწიფოს ნაწილად და ვიცავდით ამ მცირერიცხოვან სომეხ-კათოლიკ ხალხს, როგორც თვალის ჩინს. ასეთ რთულ გეოგრაფიულ პირობებში ეს ქვეყანა ვერ იარსებებდა ვერასდროს. ახლა კი, მიაქციეთ ყურადღება… როგორ მკვეთრად იცვლება ყველაფერი და სიკეთე ასე უხეშად და ურცხვად ეძლევა დავიწყებას. თურმე ჩვენ ვიმონებდით სომხებს და ყველაფერი ის, რაც დღეს აქვთ, ჩვენ არ მიგვიცია… როცა ისინი იტანჯებოდნენ ოსმალურ იმპერიაში, კათოლოკებს ისინი საერთოდ არ გახსენებიათ. ახლა კი ისინი იმ ქვეყნების დაკრულზე ცეკვავენ, ვინც ოდესღაც ბედის ანაბარა მიატოვა. მე მშვიდობას ვუსურვებ სომეხ ხალხს, მაგრამ მათ არ უნდა დაივიწყონ ერთი ჭეშმარიტება, რომ რუსეთის გარეშე ისინი აწი ვერ იარსებებენ იმ მიწაზე, რომელიც მათი მხსნელების, მარლთმადიდებელი რუსი ჯარისკაცების სისხლით არის მორწყული,, განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილმა.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო
შემდეგი სტატიავინ იყიდა ეკონომიკის სამინისტრო?- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს