რუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოში რუსულენოვან მრევლთან მსახურებისთვის თავის წარმომადგენელს აგზავნის

„რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არის ერთადერთი საბჭოთა ინსტიტუტი, რომელიც არ იყო რეფორმირებული“

რუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოში რუსულენოვან მრევლთან მსახურებისთვის თავის წარმომადგენელს აგზავნის. ამ მიზნით საქართველოში დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი ჩამოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

მისივე ცნობით, ეს საკითხი საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებულია.

საჭიროების შემთხვევაში, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი უფლებამოსილი იქნება რუსეთის საპატრიარქოს პოზიცია წარადგინოს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა
შემდეგი სტატიაზაზა თავაძე : საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება ნარკოპოლიტიკაზე არის ჩვენი გადაწყვეტილებები