რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს არასრული ტიტულით მოიხსენიებს და სთხოვს არ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

რუსეთის პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნების შემდეგ ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს წერილით მიმართა. წერილში საქართველოს პატრიარქი ილია მეორე არასრული ტიტულითაა მოხსენიებული.

წერილში არ არის მითითებული, რომ ილია მეორე ასევე ატარებს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებას.

რუსეთის პატრიარქის მიმართვა უკრაინის გაერთიანებულ კრებას ეძღვნება. ის მოუწოდებს სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურებს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია არ აღიარონ.

კირილი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელმა კრებამ დიდი ჭრილობა მიაყენა მართლმადიდებლობას მთელს მსოფლიოში. განმარტებების გაკეთება უჭირთ საქართველოს საპატრიარქოში და ამბობენ რომ ამგვარ ქმედებას რუსული მხარე მანამდეც მიმართავდა.

„ზოგადად ხდება ხოლმე ასე მაგრამ მათი მხრიდან სისტემატურად ასე არის, რაღაც კუთხით ამის გამართლება შეუძლიათ მათ“-ამბობს დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე.

banner
წინა სტატიაში,, შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?“
შემდეგი სტატია,,უმრავლესობის წევრებს აქვთ თვალთმაქცური და სასაცილო ტაქტიკა, მათ გადაწყვიტეს, დაასწრონ ოპოზიციას და დასვან ყველა მწვავე შეკითხვა”