11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

რუსეთის პატრიარქი: ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ძმური ურთიერთობების განვითარებას ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ძმური ურთიერთიბების განვითარებას ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან. მათი უმეტესობა კვლავ ერთგულია მოსკოვის საპატრიარქოსთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების და ამის მტკიცებულებას წარმოადგენს მიმდინარე წელს მოსკოვში განხორციელებული ვიზიტები ანტიოქიის, იერუსალიმის, საქართველოს, სერბეთის საპატრიარქოს დელეგაციების, თუმცა დღეს მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობები კანონიკური წესრიგის მიმართ, როგორც ჩანს, გადის ერთგვარ გამოცდას,-განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილმა 22 აპრილს სააღდგომო მიღებაზე.

მისი თქმით, კვლავინდებურად გარედან ხდება მართლმადიდებლობისთვის უცხო დოქტრინების თავს მოხვევა, წარმოაჩინოს ჩვენი ერთ-ერთი ძმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყაროს განსაკუთრებული უფლებამოსილების მქონე ფიგურა. ჩვენი საეკლესიო სწავლება მსგავსს არ ცნობს.

,,ბართლომეოსის მთელ მართლმადიდებლურ სამყაროზე განსაკუთრებული უფლებამოსილების მქონედ წარმოჩენის მცდელობა ეკლესიის კანონების დარღვევის თვალსაზრისით ცოდვაა და სახიფათოა პოლიტიკური ზემოქმედების თვალსაზრისით, ადგილობრივი ეკლესიებისთვის. ლაპარაკია ერთი ცენტრიდან ზემოქმედებაზე. შესაძლოა, აღმოჩნდეს და ზოგს უკვე მიაჩნია, რომ აღმოჩნდა ძლევამოსილი ძალების გავლენის ქვეშ.

ასეთ რთულ სიტუაციაში მყოფი პატრიარქისთვის განსაკუთრებული უფლებამოსილების და შესძლებლობის მიცემა, მართოს მთელი მართლმადიდებლური სამყარო, მართოს ყველა ადგილობრივი ეკლესია, – ეს პირველ რიგში ჩვენი ტრადიციების დარღვევაა, ჩვენი რწმენის საწინააღმდეგოა, რითიც კათოლიკებისგან განვსხვავდებით. და ასევე შესაძლოა, გამოიწვიოს მტელი რიგი ეკლესიებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შედგები.

აქ უკვე ვეხებით ისეთ მძიმე თემას, როგორიცაა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეჭრა უკრაინის ეკლესიის ცხოვრებაში, რამაც მართლმადიდებლებს შორის კრიზისი გამოიწვია. ამავე დროს მართლმადიდებლური სამყაროს საეკლესიო მეთაურების უმეტესობა ან წინააღმდეგ გამოდის კონსტანტინოპოლის ჩარევის მიმართ, ან თავს იკავებს ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ აზრის გამოხატვისგან. ეკლესიებს შორის, რომლებიც მხარს არ უჭერს კონსტანტინოპოლის ზეწოლას უკრაინაზე, განსაკუთრებული ადგილი უკავია ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს, რასაც დიდი წონა აქვს მართლმადიდებლებს შორის. უკრაინის თემაზე დამოკიდებულებას არ იცვლის ბულგარეთის და ალბანეთის ეკლესია, სადაც ახლახან ახალი წინამძღოლები აირჩიეს. იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც, რომელმაც მალე უნდა აარჩიოს თავისი ახალი მეთაური, – უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ“, — თქვა რუსეთის პატრიარქმა კირილმა 22 აპრილს სააღდგომო მიღებაზე

banner
წინა სტატიაშიზურაბ პატარაძე: თუ რომელიმე თანამდებობის პირი საქმეს ვერ გაართმევს თავს, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული
შემდეგი სტატიაზელენსკი: ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოპარული საქონლის შეძენა ქმედებაა, რომელსაც შედეგად სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება