რუსეთის “პასუხი” უკრაინას: კიევში სამი მაშველი და ერთი ადგილობრივი დაიღუპნენ

როგორც ყოველთვის, სამხედრო ობიექტებზე უკრაინელების დარტყმის შემდეგ რუსეთმა უკრაინას საცხოვრებელ კვარტალზე დარტყმით უპასუხა. ამჯერად სამიზნე იყო კიევში მდებარე ერთ-ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დილით ადრე ე.წ. კამიკაძე-დრონები მოფრინდა. ამ დროისთვის ცნობილია მინიმუმ, 4 დაღუპულის შესახებ, აქედან სამი მაშველია, რომლებიც მოსახლეობის გამოყვანის დროს დაიღუპნენ. ნაგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.

რუსებმა უკრაინაზე დღეს გამთენიისას კომბინირებული საჰაერო იერიში განახორციელეს- შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონების, ისკანდერის ტიპის ბალიატიკური რაკეტებისა და ფრთოსანი რაკეტების ( KALIBR& KH-101) გამოყენებით, რომელთა გასროლა მოხდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან და სტრატეგიული ბომბდამშენებიდან და დიდი ალბათობით ბრიანსკ-კურსკის ოლქებიდან.

▪️სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა უკრაინის სამრეწველო ზონები, საცხოვრებელი სახლები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა (ამ დროისთვის ცნობილი გახდა 2 დაზიანებული ენერგოობიექტის შესახებ).
📍 ლოკალური ვითარება ქალაქებში, კიევის გარდა:
▪️ კიევის ოლქი – დაზიანდა სახლები და სამეურნეო ინფრასტრუქტურა. ჩაიმსხვრა ფანჯრები, დაზიანდა სახურავები. ამ დროისთვის მსხვერპლი და დაჭრილები არ ფიქსირდება;
▪️ ტერნოპოლი – აფეთქებების შემდეგ გაჩნდა მასშტაბური ხანძარი. ქალაქზე დრონებითა და რაკეტებით შეტევა განხორციელდა;
▪️ ჩერნიგოვი – ადგილობრივი მედია ერთიან, კომბინირებულ დარტყმაზე იუწყება. იყო ძლიერი აფეთქებები ქალაქის შემოგარენში, თუმცა საჰაერო თავდაცვაც ეფექტიანად მუშაობდა
▪️ ლუცკი – დრონების მასიური იერიში განხორციელდა. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და კერძო ავტომობილები. არიან დაშავებულები;
▪️ მთლიანობაში, რუსების სარაკეტო-საჰაერო თავდასხმის შედეგად აფეთქებები დაფიქსირდა ლვოვის, კიევის, ოდესის, ტერნოპოლის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, რივნეს, ჩერკასის, ჩერნიგოვის, სუმის და ვოლინის ოლქებში.
ამ დროისთვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ძალზე ეფექტიანად გამოიყურებოდა, ხოლო რუსი ბლოგერები უკმაყოფილო არიან და წერენ, რომ თუ ეს იყო პასუხი აეროდრომების დაბომბვაზე, “მაშინ ეს პასუხი არაფრად ვარგოდა”.

banner
წინა სტატიაში“თუ რუსეთი მშვიდობის გზიდან გადაუხვევს, გასაოცრად მკაცრები ვიქნებით”, – ტრამპი
შემდეგი სტატიადაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე გახდა