რუსეთის პარლამენტმა სამხედრო სამსახურში ზედა ასაკობრივი ზღვარის გაუქმებას მხარი დაუჭირა

რუსეთის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამხედრო სამსახურში ზედა ასაკობრივ ზღვარს აუქმებს.

კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ ერთ სესიაზე სამი მოსმენით დაამტკიცა, ამის შემდეგ კი მას მხარი ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში დაუჭირეს.

კანონპროექტს ხელი ახლა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა მოაწეროს.

„დღეს განსაკუთრებით გვჭირდება შეიარაღებული ძალების გაძლიერება და თავდაცვის სამინისტროსთვის დახმარების გაწევა. ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გაიმარჯვონ“, – განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

banner
წინა სტატიაშიანდრეი კასიანოვმა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი გაწეულ დახმარებებზე ისაუბრა და მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიააფხაზი დეპუტატებისთვის აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნის მოთხოვნამ შესაძლოა, რუსული ენის დისკრიმინაცია გამოიწვიოს – რუსეთის დუმა