15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

რუსეთის ომის დანაშაულების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის მხარდამჭერ 36 ქვეყნის სიაში საქართველო ჯერ-ჯერობით არ არის

რუსეთის ომის დანაშაულების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის მხარდამჭერ 36 ქვეყნის სიაში საქართველო ჯერ-ჯერობით არ არის. სიას დასავლური მედია ავრცელებს.

პარასკევის რეზოლუციას ხელი მოაწერეს ანდორამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ, ლატვიამ, ლიხტენშტაინმა, ლიტვამ, ლუქსემბურგმა, მოლდოვის რესპუბლიკამ, მონაკომ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სან-მარინომ, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ, უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ.

ავსტრალია და კოსტა-რიკა ერთადერთი არაევროპული ხელმომწერი ქვეყნები იყვნენ. ინიციატივას მხარი ევროკავშირმაც დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ოთხმა წევრმა ქვეყანამ – ბულგარეთმა, უნგრეთმა, მალტამ და სლოვაკეთმა – პარასკევის რეზოლუციას ხელი არ მოაწერა.

სია კვლავ ღია რჩება სხვა ქვეყნებისთვის, ევროპული იქნება ეს თუ სხვა, რათა შეუერთდნენ ინიციატივას.

banner
წინა სტატიაშიაბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე გამოფენითა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
შემდეგი სტატიაგიორგი ბუტიკაშვილი: პარტიებმა- „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აირჩიეს გზა, რომელიც არ პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას