26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“რუსეთის მოწოდებები აბსოლუტურად არ გვაინტერესებს, ჩვენს უწყებებს თავისი დღის წესრიგი აქვთ”- ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება.

„ქალბატონი ზახაროვა კი არა, არ ვიცი, რუსეთის ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც აკეთებს მსგავს განცხადებებს, გაცილებით მძიმე განცხადებებს აშშ-თან მიმართებაში, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, ეს არავის არ უკვირს. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოსთვის რაიმე ტიპის მოწოდებას, ჩვენ ეს აბსოლუტურად არ გვაინტერესებს, ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და ისინი მიჰყვებიან თავიანთ დღის წესრიგს“- განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოელიან, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ, თბილისში, რუსული ენის დღის ჩაშლის მცდელობას. ზახაროვა იმ პირებს, რომლებსაც მისვე თქმით, ღონისძიების ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ, „ექსტრემისტების ხროვას, რადიკალებსა და ხულიგნებს უწოდებს“.

„იმის გარდა, რომ საქართველოს სამართალდამცავებმა ეს ხულიგნები თუ რადიკალები უნდა იპოვონ და დასაჯონ, შესაძლოა, უბრალოდ რომ დავფიქრდეთ, წიგნიც უნდა მისცენ, თუ ვინაა ანდრონიკოვი? შესაძლოა, ამ მხრივ უნდა მივუდგეთ და რამენაირად გადავარჩინოთ ის ხალხი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ან უბრალოდ ნაციონალიზმის სენით დამუხტულობით დასცინიან რუს პოეტებს”, – განაცხადა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიპუტინის წარმომადგენელი: ქართველი მუსიკოსებისა და მწერლების გარეშე რუსული კულტურა წარმოუდგენელია
შემდეგი სტატია“ერთსულოვნება მხოლოდ რუსეთთან წარმოგვიდგენია?” – ზურაბიშვილი საპატრიარქოს მიმართავს