რუსეთის მოთხოვნით დაკავებული საქართველოს მოქალაქე განთავისუფლებულია პატიმრობიდან

საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე, რომელიც ჩავიდა ლიტვაში კოლეგებთან შესახვედრად, დაკავებულ იქნა ვილნიუსის აეროპორტში. გასულ კვირას მას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.
7 დეკემბერს ლიტვის პროკურატურის გადაწყვეტილებით იგი განთავისუფლდა პატიმრობიდან.
გასულ შაბათს, ზურაბ მაისურაძე, მას შემდეგ, რაც კიევიდან ვილნიუსში ჩაფრინდა, იგი ლიტველმა მებაჟეებმა ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს, რომელიც რუსეთის ინიციატივით იყო გაცემული.
ვილნიუსის საოლქო სასამართლომ კვირას ეჭვმიტანილის ათი დღით დაკავების ნებართვა გასცა, რის შემდეგაც მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო. რუსეთმა მაისურაძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულთა ჩადენაში ეჭვმიტანილი.

banner
წინა სტატიაშიეს იყო ბრიუსელში დიდი ქართული ტალღის დადებითად აგორება
შემდეგი სტატიაიტალიის პრემიერ-მინისტრი გადადგა